საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით, შემწეობა ჯამში 708 245 ადამიანს აქვს დანიშნული.
რეგიონებს შორის ყველაზე მეტი საარსებო შემწეობა თბილისში გაიცემა.
რაც შეეხება კახეთს – დახმარებას 67 544 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 23%-ს შეადგენს.





















