გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველ მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ კარდენახში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, სამ შიდა საუბნო გზაზე, ჯამში, 1090 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარი იგება. აგრეთვე, მოეწყო სანიაღვრე არხი.
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 776 000 ლარს შეადგენს.





















