Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტს დაესწრო.

ფესტივალი, საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და გურჯაანის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, გურჯაანის კულტურის ცენტრში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალში, რომლის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია, მსოფლიოს წამყვანი სოლისტები, სიმფონიური ორკესტრი, ბენდები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერა.