Home დღის ამბები კახეთში რეგიონული განვითარების 2026 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს – ზაზა კვიციანი და გიორგი...

კახეთში რეგიონული განვითარების 2026 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს – ზაზა კვიციანი და გიორგი ალადაშვილი მერებს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი რწმუნებულის ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ასევე იმსჯელეს ფონდიდან, 2026 წელს დასაფინანსებელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე

გივი მეტრეველი და საქართველოს რეგიონული სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი.