Home დღის ამბები საზოგადოება “ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგოებში“ – შეხვედრას თელავის სახელმწიფო...

“ოჯახში ძალადობა და ონლაინ ძალადობა ქალებსა და გოგოებში“ – შეხვედრას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალი პარლამენტარები ესწრებოდნენ

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დეპუტატები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძე მონაწილეებს სახელმწიფო სერვისებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ესაუბრნენ.

“- ონლაინ და კიბერსივრცეში ძალადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, როგორ ამოიცნოს ძალადობა და როგორ მოახდინოს რეაგირება. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა არ არის, ეს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.“- თქვა მარიამ ლაშხმა.

ბოლო წლებში, საქართველოში, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პირადი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებით მუქარა, ონლაინ შევიწროება, სახელის, პროფილის ან ფოტოს ბოროტად გამოყენება, სოციალური ქსელებით კონტროლი და ჭორების გავრცელება. სახელმწიფო მსგავს ფაქტებზე სხავადასხვა ტიპის რეაგირებას ახდენს.

ესენია : პოლიციის სწრაფი რეაგირება,

მსხვერპლის სტატუსის მინიჭება,

დაცვის/შემაკავებელი ორდერი,

სპეციალური კიბერუსაფრთხოების სერვისები,

112 და 116 006 ცხელი ხაზები,

ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება.

შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.