Home დღის ამბები საზოგადოება გურჯაანის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი დაჭრეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 16 წლის მოზარდი დაჭრეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა

ახალგაზრდას წარსულში ნასამართლევმა, 51 წლის კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

დაშავებული 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.