შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში შელაპარაკებისას, ბრალდებულმა 52 წლის კაცმა მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის არეში დაჭრა 18 წლის ახალგაზრდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია.
დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





















