აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა. რეპორტაჟის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია და ის შოუს ყველა პლატფორმაზე – ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხსა და ამერიკის მასშტაბით, 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა. სიუჟეტში ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ინდუსტრიასთან ერთად, მოთხრობილია საქართველოს ტრადიციებისა და კულტურის შესახებ.





















