2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ლაგოდეხის საკრებულოს სხდომაზეც გაიმართა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი 27 417 900 ლარს შეადგენს და კვლავ ორიენტირებულია სოციალური სფეროს, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და გარემოს დაცვის განვითარებაზე. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები საზოგადოებას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, გიორგი მანგოშვილმა გააცნო. ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბერის ბოლოს იმსჯელებს.
Home რეგიონი ლაგოდეხი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ლაგოდეხის საკრებულოს სხდომაზეც გაიმართა





















