Home რეგიონი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, ასევე, შეჯამდა 2025 წელს განხორციელებული პროექტები. 2025 წელს კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აშენდა და რეაბილიტირდა 133 კილომეტრი გზა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასრულდა 9 ახალი საბავშვო ბაღისა და 7 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების მიზნით, რეგიონში მიმდინარეობს 20 ინფრასტრუქტურული პროექტი. აღნიშნული სამუშაოები შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით 2021–2025 წლებში დაიწყო და 2028 წელს დასრულდება.

მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები — პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი და მამუკა ბურდიაშვილი ესწრებოდნენ.