Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამით მიმდინარე...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამით მიმდინარე წელს 9 თვის განმავლობაში 78 – მა ოჯახმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამით, მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში 78 – მა ოჯახმა ისარგებლა.

აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 673 ლარი გაიცა.

დახმარების მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადებით მიმართვამდე არანაკლებ 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში და აკმაყოფილებს მერიის სოციალური დახმარების პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს.