Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იშიზუკა ჰიდეკისთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ გურჯაანისა და იაპონური ქალაქის შესაძლო დამეგობრების საკითხს, რომელიც ცნობილია ვისკისა და ღვინის წარმოებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალაქების შესაძლო დამეგობრება მეღვინეობის მიმართულებით მნიშვნელოვანია მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო პროექტების განხორციელებისთვის.

შეხვედრას გურჯაანის მერის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ბერიძიშვილი, ესწრებოდა.