Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია მზექალაშვილმა, მოქალაქეთა მიღება გამართა.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებმა მერთან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. მოქალაქეთა მიერ განხილული საკითხები ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საჭიროებებს შეეხებოდა.

მერმა, შესაძლებლობის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღება ყოველ სამშაბათს გაიმართება.