Home რეგიონი ყვარელი 27 ნოემბერს 14:00 საათზე ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალაქ ყვარელში საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება...

27 ნოემბერს 14:00 საათზე ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალაქ ყვარელში საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა

27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალაქ ყვარელში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბიზნესმხარდამჭერი პროექტებისა და სერვისების შესახებ.

➡️ ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, დაამყარონ ახალი პარტნიორობა და გამოიყენონ სახელმწიფო მხარდაჭერის შესაძლებლობები ბიზნესის გასავითარებლად.

👉 შეხვედრის ორგანიზატორია სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.