ახალი საბავშვო ბაღი კახეთში.
მშენებლობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარეობს.
შენობა 150 ბავშვზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები. გათვალისწინებული იქნება ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ლამბალოს საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად გაკეთდება სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.





















