დაავადება ერთ-ერთი საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაუფიქსირდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
ექიმ-ეპიდემიოლოგ ნონა ჯადუგიშვილის განცხადებით, სკოლაში უკვე ჩატარდა დეზინფექცია და მოსწავლეებმა სწავლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს.
„ვიცით, რომ დაავადება საქართველოში გავრცელებულია. ამ ეტაპზე ორივე ბავშვი გამოჯანმრთელებულია და სკოლაში დაბრუნდა. ვატარებთ საინფორმაციო საუბრებს და დეზინფექციას“,- განაცხადა ჯადუგიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მუნის შემთხვევები გამოვლინდა თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშიც.
მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს, გადამტანი კი დაავადებული ადამიანია.





















