საჯარო სკოლებში შესაძლოა, მოსწავლეების პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება დაიწყოს-საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს. ამაში რამდენიმე უწყება იქნება ჩართული. მოსწავლეები შემოწმდებიან სმენაზე, ენდოკრინულ, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვით სისტემებზე. ასევე იქნება საუბრები მავნე ჩვევებზე, როგორიცაა ნარკოტიკები, თამბაქო და ალკოჰოლი.





















