ზესტაფონში დასრულდა კადეტ მოკრივეთა ტრადიციული ტურნირი, სადაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების მოკრივე საბა ჩაფიძემ დიდ წარმატებას მიაღწია.
პირადი მწვრთნელის, ზურა მექერიშვილის ინფორმაციით, მან სამი ბრძოლა ჩაატარა და ყველა შეხვედრაში აშკარა უპირატესობა მოიპოვა.
საბა ჩაფიძე ახლა უკვე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.





















