ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა.
მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა – მურა დათვი. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამართალდამცავებმა რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი ამოიღეს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.





















