8 ნოემბერს ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ლევან გელაძის განმარტებით, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მწერლის მშობლიური ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება. დაგეგმილია არაერთი კულტურულ-სპორტული აქტივობა, ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქალაქის მთელ პერიმეტრზე კი გაიმართება სპორტული ღონისძიებები. საერთო-სახალხო ზეიმი დღის ბოლოს, ლეგენდარული ქართული ხმების გალა-კონცერტით დაგვირგვინდება.
Home რეგიონი 8 ნოემბერს ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების...





















