გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 თვეში ქვიშა-ხრეშის
უკანონო მოპოვების 120 ფაქტი გამოავლინა. მათგან 36 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 94
ერთეულია.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2 მილიონ
ლარზე მეტია.





















