გურჯაანის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში, 178-მა ოჯახმა ისარგებლა.
ამ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 188 000 ლარი გაიცა.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
პროგრამა 18 წლამდე ასაკის მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს.





















