სოფელ ბაკურციხეში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, დანალექი გრუნტისგან გამანაწილებელი არხის 2500 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რის შედეგადაც, 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება გაიზრდება.





















