9 ნოემბერს გურჯაანის კულტურის ცენტრში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.
სოფელ გურჯაანის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა ვაჟა სონღულაშვილის განმარტებით, ღონისძიებაში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: პატრიარქის ნათლულთა გუნდი “საგალობელი”, გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული გუნდი და ლევან მუღალაშვილის სახელობის სალოტბარო სკოლის მომღერლები.





















