Home რეგიონი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 2026 წელს დასრულდება-ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ 277 მილიონი ლარით ფინანსდება. შენდება 4 ზოლიანი, 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს.

ახალი გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის 5 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შეამცირებს გადაადგილების მანძილს და თითქმის გაანახევრებს მგზავრობის დროს.