Home რეგიონი ყვარელი ფეხბურთში გაიმართა შეჯიბრი რომელშიც რეგიონის 8 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობდა

ფეხბურთში გაიმართა შეჯიბრი რომელშიც რეგიონის 8 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობდა

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფეხბურთში გაიმართა შეჯიბრი, რომელშიც რეგიონის 8 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობდა.

კახეთის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა, რომლის შედეგადაც ყვარლის სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა „დურუჯმა“ I ადგილი დაიკავა და საქართველოს 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ღონისძიების დასასრულს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ოთარ ბუჯიაშვილმა და მერის მოადგილემ ლევან გელაძემ გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები და მედლები გადასცეს.