33 წლის ხაბელაშვილი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და პირველ სამედიცინო ცენტრში.
კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს სტენტი ჩაუდგეს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ექიმი, რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ამშვიდებდა სხვებს და იუმორს არასდროს კარგავდა… საქართველომ შენი სახით დაკარგა არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი. შეხვედრამდე, ნიკა ექიმო,“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი.





















