Home რეგიონი გურჯაანი 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბა

4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბა

4 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა პირველად შეიკრიბა.

სხდომა მეთორმეტე საოლქო-სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა გახსნა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და დეპუტატებს წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

კანონმდებლებმა საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ვანო ბერიძიშვილი აირჩიეს, პირველ მოადგილედ ლევან ხაზიური, მოადგილეებად ელგუჯა ქათამაძე და ნანა რამაზაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის თანამდებობა რამაზ უტიაშვილმა დაიკავა, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარედ კი ბესარიონ ფოცხვერაშვილი აირჩიეს.