კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის უნარების განვითარება ახალგაზრდების მომავალი პროფესიული საქმიანობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, აგრეთვე, იმ უნარებსა და კომპეტენციებზე, რომელიც წარმატებული კარიერის დაგეგმვისთვის არის მნიშვნელოვანი.
შეხვედრა ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი პროექტის, „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთობლივი პროექტის წარმომადგენლები.
 
             
	




















