28 ოქტომბერს, ახმეტის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა 2025 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები.
მერმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და სოციალური პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრა მომავალი წლის პრიორიტეტებსა და დაგეგმილ საქმიანობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.





















