თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025″ გაიმართა. ფესტივალი მუსიკალურ – თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
„ჭაჭა” ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს.
სტუმრებს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი თემატური, გასტრონომიული და კულტურული სივრცეები დახვდათ. გაიმართა მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.





















