Home რეგიონი კახეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კახეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

კახეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

ახალი ქარხანა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ზეთისხილის რთველში მიიღო მონაწილეობა.

საწარმო 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.