27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.
ეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან 27 ოქტომბერი საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემიას – სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს გადასცემს.





















