ევროპის საჭადრაკო პირველობის გამარჯვებული, 9 წლის გურჯაანელი სარა სალთხუციშვილი მონტენეგროში გაემგზავრა.
საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით, იგი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სპორტსმენი, 28 ოქტომბერს კონტინენტის ჩემპიონატში, ამჯერად, თავისზე ასაკით უფროს მოჭადრაკეებს შეეჯიბრება.





















