Home დღის ამბები საზოგადოება ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შიდა სახელმწიფოებრივი გზის მითითებულ ნაწილში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი დაიშვება.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ ფშაველი–აბანო–ომალოს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ გზაზე 13 ოქტომბერს თოვლი მოვიდა.