Home დღის ამბები სამართალი საგარეჯოში მომხდარ ავარიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა

საგარეჯოში მომხდარ ავარიას 80 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა

შემთხვევა საგარეჯო – თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცი საგარეჯოს სავადმყოფოსთან გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიღებული დაზიანებებით ხანდაზმული ადგილზე გარდაიცვალა.

ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრია.

პერიმეტრზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.