Home დღის ამბები სპორტი გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის საცურაო აუზმა, კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა.

გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის საცურაო აუზმა, კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა.

საქართველოს ცურვის განვითარების მენეჯერის დავით გელაშვილის განმარტებით, რეგიონში გამართული ესოდენ მასშტაბური ასპარეზობა კარგა ხანია არ ჩატარებულა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ აღნიშნული სახეობა, ქვეყანაში სწორი მიმართულებით ვითარდება.

საქართველოს ცურვის ეროვნული ფედერაციის მაღალჩინოსანმა, საქებარი სიტყვები არც ადგილობრივი მერიის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელობის მიმართ დაიშურა, რომელთა ძალისხმევის შედეგად, ღონისძიების პირველმა დღემ უმაღლეს დონეზე ჩაიარა.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.