გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ღვინო “ტიფლისური საგანძურის” მარკისაა, რომელიც შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობის” კუთვნილებაა. კომპანიის მფლობელი კი ზურაბ ჩხაიძეა.
ადგილობრივი მილიციის ცნობით, შემთხვევა 12 ოქტომბერს მოხდა.
“ვოლვოს” მარკის სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბარიერს შეეჯახა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ტვირთი ნაწილობრივ დაზიანდა და გზაზე გაიფანტა, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.