Home დღის ამბები სამართალი კახეთსა და სხვა რეგიონებში 9 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს

კახეთსა და სხვა რეგიონებში 9 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად, მათ პირად ავტომობილებსა და საცხოვრებელ სახლებში, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.