ღონისძიებას, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს განათლების სფეროში მრავალწლიანი შრომისა და განსაკუთრებული წვლილისთვის და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
დაჯილდოება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს პედაგოგთა საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი პროფესიული ღვაწლის აღიარებას.
დაჯილდოების ცერემონიები ქვეყნის მასშტაბით 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.