Home დღის ამბები სამართალი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 70 წლამდე კაცი დაჭრეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 70 წლამდე კაცი დაჭრეს

ადგილობრივების ინფორმაციით, მას საცხოვრებელ სახლში ესროლეს. კაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში გადაიყვანა. მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის.