თელავის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის ალბერტ დავითელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვერიკო ზათიაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
დაცვის მხარე სასამართლოს ბრალდებულის აღკვეთის გარეშე დატოვებას სთხოვდა, ალტერნატივად კი 5000 ლარიან გირაოს სთავაზობდა.
დავითელაშვილი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ ცოლის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში, ბრალდებულმა ცოლს, 53 წლის თამარ დენტოშვილს, გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პროკურატურამ მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის წინასასამართლო სხდომა 25 ნოემბერს ჩაინიშნა.