საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანის კულტურის ცენტრში რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის მონაწილეობით სპექტაკლი „მსხვერპლნი“ დაიდგა. წარმოდგენას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბერიძიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.