Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხე, ახაშენი, ზეგაანი და მუკუზანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხე, ახაშენი, ზეგაანი და მუკუზანი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას ისეთ დასახლებებში, სადაც წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არასდროს ყოფილა.

ვადაზე ადრე სრულდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – ველისციხის, ახაშენის, ზეგაანისა და მუკუზანის 24 – საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილეებთან და კახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულ, გიორგი ალადაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: სატუმბი სადგურები, რეზერვუარები, საქლორატორო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე რეზერვუარს. მოეწყო წყალმომარაგების მაგისტრალი და ქსელი.დამონტაჟდა აღრიცხვის კვანძები.

ორივე პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში – 54 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის ბოლოდან, ოთხივე სოფლის მოსახლეობა – ჯამში 8 600 ბენეფიციარი, 24 – საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.