Home რეგიონი 26 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს

26 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს

6 სექტემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ალავერდის მონასტერში წირვას

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრო.

წირვა საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიომ და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარეს.

“ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, კახეთის დედოფლის, წმინდა ქეთევანის ხსენების დღეს. ალავერდის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქეთევანობის დღესასწაულის შემდეგ მოდის ჯვართამაღლება და ალავერდობა. ალავერდიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს ამ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებს”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.