Home რეგიონი ახმეტა 1 ოქტომბერს ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სახალხო დღესასწაული ,,ბიძინაობა 2025“ გაიმართება

1 ოქტომბერს ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სახალხო დღესასწაული ,,ბიძინაობა 2025“ გაიმართება

1 ოქტომბერს, ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში, სახალხო დღესასწაული ,,ბიძინაობა 2025“ გაიმართება.

ღონისძიების პროგრამა:👇

✅10:00-12:00 – წირვა ქალაქ ახმეტაში მდებარე ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელობის ტაძარში.

✅16:00 -20:00 – სხვადასხვა საგამოფენო სივრცეების დათვალიერება:

➡️სამუზეუმო სივრცე;

➡️ლიტერატურული კუთხე;

➡️თეატრალური კუთხე;

➡️სათემო სივრცეები:(თუშური, ფშაური, ქისტური და კახური საშემოდგომო კუთხეები)

➡️სახელოვნებო სკოლის ნამუშევრების საგამოფენო სივრცე ;

➡️ადგილობრივი მეწარმეების დახლების სივრცე ;

➡️სამეწარმეო და გასტრონომიული ზონების სივრცე;

➡️თიხის ქოთნების ამოყვანისა და მოხატვის კუთხე;

➡️სამაგიდო თამაშების სივრცე ;

✅12:00 – 16:00 – სპორტული აქტივობები:

✅12:00- 14:00 დოღი;

✅13:00 -16:00 ქართული ჭიდაობა;

სპორტის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;

✅16:00 – ღონისძიების ოფიციალური გახსნა:

➡️მოწვეული-საპატიო სტუმრებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ მისალმება და საპატიო მოქალაქეების და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება;

✅16:30-21:00 საზეიმო კონცერტი:

➡️ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები;

მოწვეული ანსამბლები- კახეთის მუნიციპალიტეტებიდან;

➡️ტექნიკური უნივერსიტეტის ბენდი-მარე;

(უამინდობის შემთხვევაში ღონისძიება ჩატარდება ახმეტის კულტურის სახლში).