Home რეგიონი გურჯაანი სოფელ ვაჩნაძიანში ახლად გახსნილ საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ღია პირველობა გაიმართა

სოფელ ვაჩნაძიანში ახლად გახსნილ საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ღია პირველობა გაიმართა

სოფელ ვაჩნაძიანში, ახლად გახსნილ საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ღია პირველობა გაიმართა.

ტურნირში 80 – მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც, შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირის გამარჯვებული აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ფალავანი, საბა ინანეიშვილი გახდა, რომელსაც ტურნირის მთავარი პრიზი “ჭედილა” და დაწესებული საპრიზო თანხა გადაეცა.

ასპარეზობას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმონადგენლები და ცნობილი ვეტერანი ფალავნები ესწრებოდნენ.

ქართულ ჭიდაობაში ვაჩნაძიანის ღია პირველობა ადგილობრივების ინიციტივით, ა(ა)იპ “გურჯაანის სპორტული გაერთიანების” და კახეთის ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, წელს პირველად გაიმართა და ტრადიცულ ხასიათს მიიღებს.