გურჯაანის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის გამარჯვებული ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელსაც სპეციალური თასი გადაეცა.
ჟიურის წევრები იყვნენ: ა(ა)იპ გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ბექა სონღულაშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა და “რეზო და ბავშვების” სოლისტი რეზო ბლიაძე.
კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბერიძიშვილი ესწრებოდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი 2018 წლიდან იმართება.





















