ქალაქ გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბერიძიშვილი გაეცნო.
პროექტის მიხედვით გზის 536 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე და ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი იგება. მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა. განახლდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. კერძოდ, შეიცვალა წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემები, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, გარე განათებისა და ინტერნეტის ქსელები მიწისქვეშ განთავსდა.
პროექტის ღირებულება 1 178 000 ლარს შეადგენს.





















