Home დღის ამბები სამართალი თუშეთში ავტოავარიას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოავარიას ბიძა და დისშვილი ემსხვერპლა

გარდაცვლილები არიან 52 წლის ილია იდიძე და 28 წლის ლევან ბახტარიშვილი.

ორივე მათგანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მკვიდრია და სოფელ ფარსმაში კაფეს ამუშავებდა.

ტრაგედია დღეს, თუშეთის პირიქითა ხეობაში მოხდა. სოფელ დართლოდან დაბრუნებისას, მაღალი გამავლობის ჯიპი რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გარდაცვლილებს მაშველებმა და თანასოფლელებმა სხვადასხვა ადგილას მიაკვლიეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე სამი წლის წინაც მოხდა ავარია, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.